თავში

დასაქმება 2%-ით შემცირდა

დასაქმება 2%-ით შემცირდა
დასაქმება 2%-ით შემცირდა

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო, რაც წინა თვესთან შედარებით გაუარესებაა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სექტემბერში დასაქმების მაჩვენებლის ვარდნა დაბალანაზღაურებად სეგმენტში (<1,200 ლარი) კლებით არის განპირობებული. ამ კატეგორიაში, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, 36,442 ადამიანით ნაკლებს ჩაერიცხა ხელფასი. 

კვლევის მიხედვით, საშუალო და მაღალ საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია

მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდნეობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system