თავში

დასაქმება პანდემიამ 1.5%-ით შეამცირა

დასაქმება პანდემიამ 1.5%-ით შეამცირა
დასაქმება პანდემიამ 1.5%-ით შეამცირა

დასაქმება პანდემიამ 1.5%-ით შეამცირა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის 2020 წლის უმუშევრობისა და დასაქმების დღეს განახლებული ანგარიშიდან.

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით. 2020 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 2.3 და 0.6 პროცენტული პუნქტით.

2020 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება სამუშაო ძალას, შარშან სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით. პანდემიურ წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.6 პროცენტული პუნქტით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system