თავში

დასაქმების მაჩვენებელი ყოველთვიურად უარესდება

დასაქმების მაჩვენებელი ყოველთვიურად უარესდება
დასაქმების მაჩვენებელი ყოველთვიურად უარესდება

დასაქმების მაჩვენებელი ჯერჯერობით ზრდადია. ერთ თვეში იგი 2%-ით შემცირდა და, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაუმჯობესების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშლიძე report.ge-თან ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან სისტემური ღონისძიებებია გასატარებელი, რომ ტენდენცია შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

,,კომპანიები კოტრდებიან, ადამიანები კარგავენ სამსახურს, ვითარება სულ უფრო უარესდება და არ ჩანს საიმედო პერსპექტივა. ველოდი, რომ მეტი მაჩვენებლითაც იქნებოდა კლება, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ჩვენ მუდმივად ვკარგავთ სამუშაო ადგილებს და მოსახლეობის კეთილდღეობაც უარესდება. მეეჭვება, რომ ხელისფლება ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს, სტატისტიკა კიდევ გაუარესდება. თუკი ვირუსი მალე გადაივლის, ბიზნესი შედარებით მარტივად გამოვა კრიზისიდან და შეიძლება დასაქმებასაც ხელი შეეწყოს, მაგრამ სისტემური ნაბიჯები გადადგმა ჯერჯერობით ვერც აქ ხერხდება. მეტიც, მომსახურების სექტორი დასამქებულების შემცირებაზე საუბრობს, რაც უმუშავრობის მაჩვენებლებზეც ნეგატიურად აისახება. როცა ეკონომიკა 5%-ით შემცირდა,  რთულია, რაიმე ოპტიმიზმის მარცვალი დაინახო. პირველ რიგში, მოსახლეობის შემოსავლებსა და დასაქმებაზე აისახება. საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის პირობებში ძალიან ძნელია გარკვევა, რამდენ ადამიანს აქვს შემოსავალი, მაგრამ შეიძლება ვიცოდეთ, რამდენი იხდის საშემოსავლოს. ფაქტია, რომ დიდი პრობლემის წინ ვდგავართ. მომსახურების სერვისები დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებად პოპულარული იქნება, ამიტომ ველოდები, რომ უმუშავრობა კიდევ გაიზრდება", - ამბობს პაატა შეშელიძე.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო, რაც წინა თვესთან შედარებით გაუარესებაა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სექტემბერში დასაქმების მაჩვენებლის ვარდნა დაბალანაზღაურებად სეგმენტში (<1,200 ლარი) კლებით არის განპირობებული. ამ კატეგორიაში, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, 36,442 ადამიანით ნაკლებს ჩაერიცხა ხელფასი. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system