თავში

დასაქმების რა შანსი აქვთ ყოფილ პატიმრებს

დასაქმების რა შანსი აქვთ ყოფილ პატიმრებს
დასაქმების რა შანსი აქვთ ყოფილ პატიმრებს

ბიზნესი მზადაა, პრობაციონარები დაასაქმოს და საშიროების შემთხვევაში, კადრები გადაამზადოს,-ამის შესახებ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო ყოფილი პატიმრები კომპანიებში ვერ საქმდებიან, უკეთეს შემთხვევაში კი, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე აჰყავთ. 

სპეციალისტები პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად სოციალური მეწარმეობის განვითარებას ხედავან. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიებში დასაქმებას, რაც ასევე დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებაა.  ივა ჭყონიას თქმით, ბიზნესმა შანსი უნდა მისცეს ნასამართლევ ადამიანებს. მისი თქმით, აუცილებელია პროფესიული გადამზადების სერვისების შექმნა და სტაჟირება, რომ ყოფილ პატიმრებს გარკვეული პროფესიის დაუფლების და ცოდნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

,,პრობაციონერებისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, რომ გაიარონ ადაპტაცია და საზოგადოებასთან ინტეგრირებული იყვნენ. ამაში ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია. როგორც მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია, ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ. რამდენიმე მათგანი ასოციაციაში გაწევრიანებულ 2 კომპანიაში უკვე დასაქმდა. ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც უნდა გაპიარდეს კიდეც, რომ ყოფილი პატიმრები დანაშაულის გზას არ დაადგნენ. ამ დროს ისინი შეიძლება მეტი გულისხმიერებითაც ეკიდებოდნენ საქმეს, სადაც იწყებენ მუშაობას და მეტი მოტივაცია და სტიმული აქვთ. ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში და ვისაც დასაქმების სურვილი ექნება, აუცილებლად დავეხმარებით. შესაძლებელია, პირველ ეტაპზე  სტაჟირება გაიარონ და მერე მოხდეს დასაქმება", - განუცხადა report.ge-ს ივა ჭყონიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system