თავში

დასავლეთ საქართველოში 160 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა

დასავლეთ საქართველოში 160 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა
დასავლეთ საქართველოში 160 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები დღეს გამოცხადდა. სახელმწიფო ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

"ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტებისურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება. სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს, მუშაობას მომდევნო კვირიდანდაიწყებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები," - განმარტავენ უწყებაში. 

29 აპრილს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტენდერში მონაწილეობის მსურველ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამამოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა:მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

გამოცხადებული ტენდერების ბმულები:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401195&lang=ge&fbclid=IwAR0g64coJAFZM36f0W69y4-de5zdFitoBn49TBM53c6iu_y9lJ8yGluSbfw

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401626&lang=ge&fbclid=IwAR0hFu5kNVzK6IrXP6eMnB7js9DGpbrJTGbeWBKja2u4Jg1H9dhAY7L22cM

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401273&lang=ge&fbclid=IwAR3ha_g0arkOQJnhCF-EKOhrflySiBMiMGdLF_Lvi92kX4Fk7_prnphOjpE

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401273&lang=ge&fbclid=IwAR0HEd0_D9SBTq3NFSUFLreFeVy45CpJ7s9knoOeJaOUWTrQFCEyBpKEeXM

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401271&lang=ge&fbclid=IwAR1Zum8x5gDB120W90liOnhpI_yjeQP4Pm0Ls5XJLygy7Bgm_kssAqx6Qa4

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401268&lang=ge&fbclid=IwAR3LaqArS59Ts5-DC7IpWsOJX8vfHzhRNCOmxyFxNPufsW6iTKNrhmwmqsg

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401264&lang=ge&fbclid=IwAR1R5dmqGFHVpO2KmwQgnnV96COtESOj7rCHJGN8fIuPXWSdXWHxQ9n-yF0

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401267&lang=ge&fbclid=IwAR2L2pM3wgAMfCakYICOFnScRuW5GBNIzZljaVKofm2AIhZ5UNS-JTD129I

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system