თავში

დაწესდება თუ არა არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

დაწესდება თუ არა არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები? - ეკონომიკის მინ
დაწესდება თუ არა არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, რომ დავუშვათ შეზღუდვების დაწესება ამ თვალსაზრისით. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საინფორმაციო კამპანიებით ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება.

"იმედი გვაქვს, დამატებითი ვალდებულებების შემოღების გარეშეც მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას. მაგრამ არის სფეროები, სადაც დასაქმება ხდება საერთაშორისო დონეზე. სხვადასხვა უცხო ქვეყნის დამსაქმებელი უკვე მოითხოვს სავალდებულოდ ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას - ეს ეხება ზღვაოსნობას. ბათუმში მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მეზღვაურებს. ისინი ამბობენ, რომ ბევრი უცხოური გემთმფლობელი კომპანია ითხოვს, რომ მეზღვაური, ვინც ბორტზე იქნება, იყოს ვაქცინირებული. სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა შემოაქვს სხვადასხვა ქვეყანას, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინირების სტატუსი უფრო გააქტიურებს საზღვარგარეთ მოგზაურობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system