თავში

დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია

დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია
დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და მიმდინარე პერიოდში 54 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი. ამ პროექტებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), შვედეთის მთავრობის, ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), მსოფლიო ბანკის, ბუნებისდაცვის მსოფლი ოფონდის (WWF) მხარდაჭერა.

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით,  2020 წელს განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის Covid 19-ის გამო არსებული გამოწვევების დასაძლევად მიღებული 4 200 000 ლარის გრანტი. 

ანგარიშის თანახმად, ფშავ-ხევსურეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა შატილში წელს დაიწყო და 4 000 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. 

აქვე ვკითხულობთ, რომ დასრულ და საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა მანგლისში (ინვესტიცია დაახლოებით 760 000 ლარი), დასრულ და საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილში და დასრულების ეტაპზე ააბასთუმნის და ალგეთის ეროვნული პარკის ბილიკების მოწყობა (ინვესტიცია ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი), აშენდა „თოკების პარკის“ ატრაქცია კოლხეთის ეროვნულპარკში (ინვესტიცია 285 000 ლარი).

2021 წელს, ამ ეტაპზე არსებული გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოსბიუჯეტშიმობილიზებულიიქნებადაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system