თავში

დაცულია თუ არა უსაფრთხოება მგზავრობისას

დაცულია თუ არა უსაფრთხოება მგზავრობისას
დაცულია თუ არა უსაფრთხოება მგზავრობისას

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლების საქმიანობა, კორონავირუსის გავრცელების  საფრთხიდან გამომდინარე,  მკაცრ კონტროლს საჭიროებს. მართალია, ტაქსის მძღოლებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გაიცა, მაგრამ როგორც სპეცალისტი განმარტავს, კონტოლის ზომები ამ შემთხვევაში მეტად უნდა გამკაცრდეს. კერძოდ, კომპანიებს და მძღლებს მკაცრად უნდა მოეთხოვოთ ხელთათმნების და პირბადეების ტარება, ხოლო ავტომობილს დეზინფექცია დღეში, მინიმუმ, 2-ჯერ უნდა ჩაუტარდეს.

ამის შესახებ გელა კვაშილავამ report.ge-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლების ნაწილი უსაფრთხოების წესებს სათანადოდ ვერ იცავს, რის გარეშეც ამ ტრანსპორტით გადაადგილება პანდემიის გავრცელების რისკს ზრდის.

,,საქალაქთაშორისო და საქალაქო ტრანსპორტი შეზღუდულია, ამიტომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ძირითადად ტაქსით გადაადგილდება. შესაბამისად, მძღოლებს უამრავ ადამიანთან აქვთ კონტაქტი. ჩემი რეკომენდაციაა, მძღოლის გვერდით არ დაჯდეს მგზავრი, უკანა სავარძელზე მოთავსდეს. ფანჯარა იყოს ღია, რომ განიავება ხდებოდეს სისტემატურად. ხოლო ავტომობილს, მინიმუმ, ორჯერ მაინც ჩაუტარდეს დეზინფექცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მითითებაც დაემატოს რეკომენდაციებს. მით უმეტეს, რომ ბაზარზე ახალი ხელთათმნები და პირბადეები გამოჩნდა და მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია", - ამბობს კვაშილავა და დასძენს, რომ ტაქსებს ეპიდემიის საფრთხიდან გამომდინარე, მონიტორინგი უნდა დაწესდეს,რაც სავარაუდოდ, პოლიციას უნდა დაევალოს.

,,კონტროლის პარალელურად, სპეციალურად ტაქსის მძღოლებისთვის საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს. სახელმწიფოსთან ერთად ამაში არასამთავრობო სექტორის და მედიას როლიც გასაძლიერებელია. მძღოლმა უნდა იცოდეს, რატომ არის ამ წესების დაცვა სავალდებულო. რისკი დიდია და სწორი ქმედებით ამ საფრთხის განეტრალება შესაძლებელია. არის ერთეული შემთხვევები, რომ ტაქსის მძღოლები პირბადეებსა და ხელთათმნებს არ ატარებენ", - აცხადებს გელა კვაშილავა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ, მგზავრის მძღოლის გვერდითა სავარძელზე დაჯდომა არ შეიძლება. ტაქსში მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს, ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system