თავში

დაუმორჩილებლობის მორიგი აქტი - ჰოლოზეუმი დახურვაზე უარს ამბობს

დაუმორჩილებლობის მორიგი აქტი - ჰოლოზეუმი დახურვაზე უარს ამბობს
დაუმორჩილებლობის მორიგი აქტი - ჰოლოზეუმი დახურვაზე უარს ამბობს

თანამედროვე ციფრული საგამოფენო სივრცე "ჰოლოზეუმი" დახურვაზე უარს ამბობს და მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. გამოფენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ არც ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობენ. ისინი დამთვალიერებელს უფასოდ შეუშვებენ საკუთარ სივრცეში. 

"ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები. ReformerFitness-ის მშვენიერი ინსიპირაციაა და ჩვენც ვეცდებით ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის.

ჩვენთან 1000 კვადრატული მეტრი, გაშლილი ფართია. უძლიერესი განიავების და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ყველა ნორმატივი რომელიც კი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც დაგვხურეს.ასევე ვითვალისწინებთ რომ დღეს ქვეყანაში უმეტესობამ დაკარგა შემოსავალი, დაკარგა ხალისი ქუჩაში გამოსვლის და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ისეთი ახალი ფორმით გავიხსნებით რომ შეძლებთ გვესტუმროთ უფასოდ", - ნათქვამია ჰოლოზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 მობილობის შეზღუდვისათვის დაწესებული რეგულაციების გამო, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა ათასობით ობიექტს მოუწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system