თავში

დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერას მთავრობა 2026 წლამდე გაარძელებს

დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერას მთავრობა 2026 წლამდე გაარძელებს
დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერას მთავრობა 2026 წლამდე გაარძელებს

2008 წლამდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ დააანონსა. 

მისი თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერა ეფექტური აღმოჩნდა და ამგვარი ობიექტების სიმრავლის გამო, ბიზნესს ეს შესაძლებლობა 2026 წლამდე გაუხანგრძივდება.

მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ 2008 წლამდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი გადავწყვიტეთ, რომ კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე. ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system