თავში

დავა "ფრონტერასა” და "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შორის გრძელდება

დავა "ფრონტერასა” და "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შორის გრძელდება
დავა ფრონტერასა” და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის გრძელდება

კომპანია „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე  გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

„მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება „ფრონტერასთან“ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. განცხადება დაკავშირებულია საარბიტრაჟო დავასთან, რომელიც 2018 წელს ხელისუფლებამ წამოიწყო ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ და წარმოადგენს 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიის სისტემატიური შევიწროვების, ობსტრუქციის, კონტრაქტის შეწყვეტისა და პროექტის ექსპროპრიაციის მრავალგზის წარუმატებელ მცდელობას.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეიცავს და არც გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას. კორპორაციის ეს განცხადება გამიზნულია შეგნებულად გააგრძელონ უზუსტობებით სავსე, შეცდომაში შემყვანი და შეთხზული ინფორმაციის გავრცელება, ჩვენი კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება აქვთ და არც კონტრაქტი შეიცავს პირობას, რომელიც კონტრაქტის ვადამდელ ავტომატურ შეწყვეტას გულისხმობს.

სწორედ „ფრონტერასთან“ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა იყო ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, იმ ბრალდებით, რომ თითქოს კომპანია არღვევდა კონტრაქტის მთელ რიგ პირობებს, თუმცა სასამართლომ ხელისუფლების ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ხელისუფლების მოთხოვნა, რომ ფრონტერას დაკისრებოდა დაახლოებით 320 მილიონი ლარის გადახდა.

რაც შეეხება ხელისუფლების მოთხოვნას, დავაბრუნოთ გარკვეული საძიებო ტერიტორია, გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ის ფართობია, რომელზეც ხელისუფლება, წარმოდგენილი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრით, ნავთობის და გაზის კორპორაციისა და სააგენტოს ხელმძღვანელებით და კიდევ სხვებით, წლების განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს ფართობი არის სრულიად უსარგებლო და უპერსპექტივო ნავთობისა და გაზის პოტენციალის მხრივ. ჩვენ რა თქმა უნდა დავუბრუნებთ სახელმწიფოს ამ ფართობს მათი სურვილისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

მივმართავთ ნავთობისა და გაზის კორპორაციას და სააგენტოს, რათა შევხვდეთ და ჩამოვაყალიბოთ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ერთობლივი საჯარო განცხადების ტექსტი, თუმცა ვერ დავთანხმდებით მთლიანი დოკუმენტის გასაჯაროვებას, რომელიც შეიცავს პერსონალურ, კომერციულ, ტექნიკურ, საკუთრების და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი პოზიცია მომავალში ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების შემთხვევაში. ჩვენ განვიხილავთ და შევაფასებთ ასეთი პროცესის დაწყებას იმ ჭრილში, რომ ამან ხელი შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. რამაც შესაძლოა კონსტრუქციული შეტყობინება გაუგზავნოს მათ, ვინც ცდილობს იარაღად გამოიყენოს სასამართლო, რათა შეტევა განახორციელოს საქართველოში მომუშავე ინვესტორებსა და სამუშაო ადგილების შემქმნელების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „ფრონტერასა” და ასევე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული, საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ყალბი და მავნე კამპანია.

გვჯერა, რომ ახლა ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა COVID-19 ით გამოწვეული პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკის აღდგენაში. როგორც ყველაზე დიდი კერძო ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, „ფრონტერა” რჩება ამ ქვეყნის ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ იმ მისწრაფებით, რომ კახეთში ჩვენს მიერ ჩატარებული და მომავალში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მივაღწიოთ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომ კვლავაც გაგრძელდეს ინვესტიციების შემოდინება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- ნათქვამია "ფრონტერას" განცხადებაში.

შეგახსენებთ, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა.

 „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ კომპანია „ფრონტერას“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაგზავნა. კორპორაციის განცხადებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system