თავში

დავით ჭიჭინაძე: მთავრობის ეკონომიკური გეგმა კალაძის სამი თითის კომბინაციაა

მთავრობის ეკონომიკური გეგმა კალაძის სამი თითის კომბინაციაა
დავით ჭიჭინაძე: მთავრობის ეკონომიკური გეგმა კალაძის სამი თითის კომბინაციაა

"მთავრობის მიერ ჩატოვებული მილიარდიანი პაკეტი სხვა არაფერია თუ არა კალაძის სამი თითის კომბინაცია," - ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის აზრით, იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი დაიკეტა, დეპუტატისთვის გაუგებარია რა საშემოსავლო გადასახადი ჩატოვა მთავრობამ ეკონომკაში.

"რა საშემოსავლო გადასახადი ჩატოვეს?და რა ქონების გადასახადზეა საუბარი? ვინ იცის ამ ყველაფრის ფასი, ვინმემ დათვალა? ან საერთოდ ვინ იცის რა იქნება 3 თვის მერე?! რადგან ხალხს, რომელსაც დღეს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა სოციალურად დაუცველები შეიძლება გახდნენ. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ჩემი უდიდესი პატივისცემა ჩვენს ექიმებს და მთელ სამედიცინო სფეროს, მაგრამ რა დავაშავეთ იმის ფასი, რომ ეკონომიკური ნაწილში მხოლოდ ციფრების ბრახა-ბრუხია და არანაირი რეალური ქმედება?!“- კითხულობს დავით ჭიჭინაძე, რომელმაც დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზნაძეს კომიტეტის სხდომის მოწვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება მოსთხოვა.

„ახალი ინიციატივა ფორს-მაჟორულ სიტუაციას და შესაბამისად პროცენტების შეჩერებას კი არა, ის პროცენტების გადავადებას, ანუ ახალი, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას და თავიდან დარიცხვას გულისხმობს. ხოლო იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი იკეტება და ხალხს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა, სოციალურად დაუცველები ხდებიან ადამიანები," - განაცხადა დეპუტმა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით,  ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად ხდება კონსტიტუციის, კანონის დარღვევა, რადგან მაშინ, როდესაც საქართველოში ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ბანკს, ქვეყანაში გაცილებით მეტია კრედიტები გაცემული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში ფული არსებობს.

"ანუ, ხალხს აძლევენ იმ ფულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და დღეს ამ არარსებულ ფულზე უნდათ კიდე პროცენტები დაარიცხონ, არც კი შეაჩერონ. მითუმეტეს, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც გამოვიდა, ის არ გულისხმობს ფორს-მაჟორულ სიტუაციას და პროცენტების შეჩერებას, ის მათ გადავადებას, ანუ ახალი სეხების, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას დათავიდან დარიცხვას გულისხმობს," - აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით ამოქმედა საგადასახადო შეღავაღები ბიზნესისთვის, რომლითაც მთავრობამ ჯამში  მილიარდი ლარის რესურსის ეკონომიკაში მიმართა/დატოვა, რაც, პრემიერის თქმით, მხარს დაუჭირს და დაეხმარება კერძო სექტორს გაუმკლავდეს კორონავირუსტ მიღებულ გამოწვევებს და სირთულეებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system