თავში

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ აირჩიეს

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ აირჩიეს
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

სემეკის თავმჯდომარის არჩევნები დღეს გაიმართა. დავით ნარმანია თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

სემეკ–ის თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განახორციელება დასჭირდა, რადგან თავდაპირველად ნარმანიას კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგინა. პლენარულ სესიაზე საკითხის კენჭისყრის დროს კი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს სემეკ–ის მხოლოდ წევრობის კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა აქვს და არა – თავმჯდომარის. შესაბამისად, კენჭისყრა ჩავარდა და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მიმართა, რის შედეგადაც, ამიერიდან სემეკ–ის თავმჯდომარეს თავად კომისიის წევრები, ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system