თავში

დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამე
დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპები განიხილეს და ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „თანამშრომლობის ეს ფორმატი საშუალებას იძლევა რეგიონის ქვეყნები მჭიდრო კომუნიკაციაში იყვნენ, რათა ახალი ეკონომიკური გამოწვევები ეფექტური კოორდინაციით დაიძლიოს“, - აღნიშნა დავით სეგეენკომ.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ასამბლეის ფარგლებში გუშინ გამართული არჩევნების გამო, სადაც დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.

ასაფ ჰაჯიევთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system