თავში

დავითაშვილი: ახლა შეიძლება ფიქრი ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნაზე

დავითაშვილი: ახლა შეიძლება ფიქრი ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნაზე
დავითაშვილი: ახლა შეიძლება ფიქრი ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნაზე

იმისთვის, რომ მაქსიმალური შეზღუდვით მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხოთ ეკონომიკის გახსნა, ზუსტად ამაზე ექნება პრემიერ მინისტრს პრეზენტაცია. დავწიეთ მობილობა, გავზარდეთ იზოლაციის ხარისხი ქვეყანაში და მოგვეცა საშუალება, ვისაუბროთ უკვე ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნაზე -  ასე უყურებს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზე სპეკულაციები იქნება, რადგან ეკონომიკური მხარე ყოველთვის იყო კრიტიკის ობიექტი ოპონენტების მხრიდან. 

"რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ გარკვეული ვაკუუმი, რომელიც შეიძლება შეიქმნა კომუნიკაციაში, შეევსოთ. ამაზე ობიექტური მიზეზები აქვს. არაერთხელ ყოფილა განცხადება მთავრობის მხრიდან, მათ შორის პრემიერის მხრიდან, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფინანსურ დონორებთან. ამიტომ არასერიოზული იქნებოდა ჩვენი მხრიდან გვესაუბრა კონკრეტიკაზე, როდესაც საბოლოო პარამეტრები საერთაშორისო პარტნიორებთან არ არის შეთანხმებული," - აცხადებს დავითაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მეორე ნაწილი უნდა წარადგინოს, რომელშიც ბიზნესისა და სოციალური დახმარებების პაკეტებია გაწერილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system