თავში

დავითაშვილი: ოპოზიცია ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებს

დავითაშვილი: ოპოზიცია ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებს
დავითაშვილი: ოპოზიცია ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებს

"პოპულისტური და დილეტანტურია გარკვეული ოპოზიციური ძალების განცხადებები, ისინი ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებენ. მათ არ აქვთ პროფესიონალური ცოდნა დასკვნების გასაკეთებლად," - ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილის ოპოზიციის განცხადებებს, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტის საფრთხის შესახებ

„გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფა არ შეფერხდეს. საქართველოში პურის ფასი შენარჩუნებულია, ხორბლის მარაგების შესახებ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშანიც არ დასმულა,“ - განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ხორბლის მარაგზე განგაში ოპოზიციამ მას შემდეგ ატეხა, რაც გაცხადდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ნომერ პირველი ხორბლის ექსპორტიორი, რუსეთი ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს.

"მათ მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლეულ კულტურებზე, ფაქტიურად ამოწურულია და შესაბამისად პირველ ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა, მომარაგება იყოს შეუფერხებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში ასევე შენარჩუნებულია პურის ფასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system