თავში

დავიწყე ვიზიტი მშვენიერ საქართველოში, წარვადგენ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას - ვარჰეი

დავიწყე ვიზიტი მშვენიერ საქართველოში, წარვადგენ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას - ვარჰეი
დავიწყე ვიზიტი მშვენიერ საქართველოში, წარვადგენ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას - ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს.

ევროკომისარი ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას წარადგენს.

„სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერი საქართველოდან დავიწყე. მრგვალ მაგიდაზე მე წარვადგენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის განკუთვნილ ჩვენს ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას დაკავშირებადობისთვის და აღგენისთვის. ჩვენ 2.3 მილიარდი ევროს მობილიზებას ვახდენთ, რომ მოვიზიდოთ 17 მილიარდ ევრომდე ინვესტიცია“, – წერს ოლივერ ვარჰეი „ტვიტერში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system