თავში

დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება
დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

იმ 30 განაცხადიდან, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობის დროებითი ღონისძიებები თბილისის მერიამ 2019 წლის მაისიდან დაიწყო.

ლილუაშვილის თქმით, დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდება.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის,  თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, დღეს დედაქალაქში 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა. 

დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system