თავში

31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა

დაზოგვის საერთაშორისო დღეა
31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა

"მე ვაგროვებ #თეთრიდღისთვის" - ესაა 2019 წელს ფულის დაზოგვის დღის მთავარი გზავნილი საქართველოდან. 31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ. ფინკა ბანკი უკვე მეექვსე წელია ერთვება დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წელს, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ფინკა ბანკის ფილიალებში გაიმართება შეხვედრები და ღია გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. 

"ბავშვებს სახალისო ფორმით გავაცნობთ რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ ფული, ბავშვებს გადავცემთ სპეციალურ საგანმანათლებლო ბროშურებს და ასევე სერთიფიკატს, რომ მათ გაიარეს ერთდღიანი შეხვედრა-ტრენინგი ბანკში. დაზოგვის ჩვევის გამოსამუშავებლად მთავარია სამომავლო დანახარჯების წარმოდგენა და ხელშესახებ მიზნად ქცევა. ადამიანებს გვჩვევია ე.წ „შავი დღისთვის“ ფულის შეგროვება, არადა ამასაც არასდროს ვაკეთებთ. დროა ეს დადებით კონტექსტში გადავიტანოთ და #თეთრიდღისთვის - ხელშესახები მიზნისათვის - დავიწყოთ დაზოგვა. გახსოვდეთ, შენახული თითო თეთრიც გვაახლოვებს #თეთრიდღის მიზანთან!" - ვკითხულობთ ბანკის ვებგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system