თავში

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონია

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონია
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონია

2020 წლის თბილისის ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, თუმცა მათ არ უნდა შევუშინდეთ. პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმითა და შემართებით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონი იქნება, რომელსაც დაახლოებით, 60-დან 80 მილიონამდე გარდამავალი ნაშთი დაემატება. აღნიშნულ თანხას ემატება ასევე, 200 ავტობუსისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი - დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტს მუნიციპალიტეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ახორციელებს.

კალაძის თქმით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონს აწევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system