თავში

დედაქალაქში 300 ახალი მიკროავტობუსი შემოვა

დედაქალაქში 300 ახალი მიკროავტობუსი შემოვა
დედაქალაქში 300 ახალი მიკროავტობუსი შემოვა

თბილისში „ფორდის“ მარკის ახალი მიკროავტობუსები ოქტომბრიდან შემოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. 

„მიკროავტობუსებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსებს შემოიყვანს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. საუბარია 300 ერთეული მიკროავტობუსის ჩანაცვლებაზე. თბილისში სულ 3000-მდე მეტი ავტობუსი დადიოდა, ხოლო ჩვენი პოლიტიკის დასრულების შემდეგ ეს რაოდენობა 1200-მდე შემცირდება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულია "ჯი-თი მოტორსი", რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსებს მოაწვდის.

17 სამგზავრო ადგილიანი ერთი მიკროავტობუსის შესასყიდი ფასი 101,656 ლარია. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრის ფარგლებშია.

სატენდერო კომისიამ Ford-ის კონკურენტის, Hyundai-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system