თავში

დედაქალაქში აალებადი მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება

დედაქალაქში აალებადი მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება
დედაქალაქში აალებადი მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება

დედაქალაქში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება. შესაბამისი კანონპროექტი თბილისის მერიას მზად აქვს.

"თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს სად იქნება დასაშვები მათი გაყიდვა და სად არა," - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით მერია განცხადებებს უახლოეს კვირებში გააკეთებს.

მერია დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი ფეთქებადი მასალის რეალიზაციის კონტროლის გამკაცრება თბილისის მერიამ გასული წლის მარტში დააანონსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system