თავში

დედაქალაქში ბინების გაყიდვების კოეფიციენტი 34%-ით შემცირდა

დედაქალაქში ბინების გაყიდვების კოეფიციენტი 34%-ით შემცირდა
დედაქალაქში ბინების გაყიდვების კოეფიციენტი 34%-ით შემცირდა

TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის რვა თვის განმავლობაში დედაქალაქში სულ 16,000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8,000 ბინით ანუ 34%-ით ნაკლებია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების ფართობი კი ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრით არის შემცირებული.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, რეალიზებული უძრავი ქონების ჯამური ფართობი 1,098,000 კვადრატული მეტრს შეადგენდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 1,683,000 კვადრატული მეტრი იყო.

გაყიდული ბინებიდან  9,900 ერთეული ახალი ბინებია. მათი ჯამური ფართობი 682,000 კვადრატული მეტრია. რვა თვის განმავლობაში წელს 5 ატასი ბინით ნაკლები გაიყიდა, ვიდრე გასული წლის 8 თვეში.

რაც შეეხება ძველ ბინებს, წელს რვა თვეში გაყიდული ზველი ბინების საერთო ჯამური ფართობი 415,000 კვადრატული მეტრს უტოლდება, სულ გაყიდულია 6, 200 ერთეული ბინა, რაც 3 ათასით ნაკლები შარშან რვა თვეში გაყიდულ ძველი ბინების ოდენობასთან შედარებით.

საშუალოდ, ბინების ფასები 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

ახალი ბინების საშუალო ფასი - $693 დოლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, ფასი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში $722 დოლარი იყო.

ძველი ბინების საშუალო ფასი - $615 დოლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, ფასი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში $630 დოლარი იყო.

TBC Research-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა წარადგინა, იპოთეკური სესხების პორტფელი გაიზარდა. კერძოდ, ივლისში გაცემული სესხების მოცულობამ 280 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system