თავში

დედაქალაქში ბინის ქირაზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა

დედაქალაქში ბინის ქირაზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა
დედაქალაქში ბინის ქირაზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა

ახალი სასწავლო სეზონისთვის მზადება დასრულდა,თუმცა უძრავი ქონების ბაზარი მაინც ვერ გამოცოცხლდა. ოქტომბერში ქირაზე მოთხოვნამ თბილისის თითქმის ყველა უბანში იკლო. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც დიდ ბინებზე მოთხოვნა, ფაქტობრივად აღარ არის. გარეუბნებში, სადაც ქირის ფასი ნაკლებია, მოთხოვნა მცირედით შენარჩუნებულია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, კლება აქაც შესამჩნევია. 

საქარ­თვე­ლო­ში ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა და მოთხოვნის კლებამ ზალიან ბევრი ოჯახი ფინანსურად დააზარალა.

გა­მოქ­ვე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 50 კვ/მ ბი­ნის ქი­რის ფასი თბი­ლის­ში 300-400 ლა­რი­დან იწყე­ბა და უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით 600 დო­ლა­რამ­დეც ადის. ფასს ძირითადად ბინის მდებარეობა განსაზღვრავს.

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ რაც ურფო მეტად იმატებს დოლარის კურსი, მათი საქმიანობა მით უფრო რთულდება და უჭირთ ბინის დოლარში გაქირავება. ისინი ცდილობენ მოლაპარაკებები აწარმოონ გამქირავებელთან, თუმცა  ლარში გაქირავების პირობასიშვიათად თანხმდებიან.

კომპანია ,,კიბეს" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ დოლარში ქირის ფასი შემცირდა, თუმცა მომხმარებელი ამან ვერ წაახალისა და მოთხოვნა აშკარად შემცირებულია. 

,,გამქირავებლები მუდმივად ცდილობენ, რომ ბინები უცხოურ ვალუტაში გააქირავონ. ეს იმით აიხსნება, რომ ლარის მიმართ ნაკლებად აქვთ ნდობა. რაც შეეხება ტარიფებს, ცენტრალურ უბნებში ფასი დაახლოებით 15-20%-ით არის შემცირებული. მაგალითისთვის, თუ ბინა გასულ პერიოდში 500 დოლარად ქირავდებოდა, ფასი 400 დოლარამდეც ჩამოვიდა, მაგრამ მოთხოვნა მაინც აღარ არის. განსაკუთრებით დიდი ბინების გაქირავება უჭირთ. ლარი უნდა გამყარდეს, რომ ადამიანებმა დაარეგულირონ, როგორც გასავალი, ასევე შემოსავალი და ჩვენთვისაც უფრო მარტივი იქნება მუშაობა. ჩვენ ძირითადად ცენტრალურ უბნებზე ვმუშაობთ, რაც შეეხება რეგიონებს, რამდენადაც ვიცი, გაქირავება იქაც ჭირს, მაგრამ ფასი შედარებით ნაკლებია და ეს ფაქტორი მოთხოვნაზეც აისახება. წინა წელთან შედარებით კლებაა, მაგრამ იაფ ბინებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ", - განუცხადა გოგუაძემ report.ge-ს. 

რაც შეეხება ბინების დღიურად გაქირავებას, ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა, სადაც ფასი 30-40 ლარიდან იწყება, ხოლო დიდი ფართები 70 და 100 დოლარიც ღირს. მარჯანიშვილზე დღიური საფასური 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ვაკეში კი დაახლოებით 80 ლარი ღირს, მთაწმინდაზე გადასახადი 35-დან 70 დოლარის ფარგლებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system