თავში

დედოლარიზაციამ რუსეთის ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარით აზარალა

დედოლარიზაციამ რუსეთის ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარით აზარალა
დედოლარიზაციამ რუსეთის ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარით აზარალა

რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ, სავალუტო რეზერვების ნაწილი სხვა ვალუტებში გადაეტანათ, რუსეთის ეკონომიკას 8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

საუბარია ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ექსპერიმენტზე, რომელიც სავალუტო რეზერვებში დოლარის წილის შემცირებას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთმა ვერ მიიღო სარგებელი, რომელსაც დოლარის 6.5%-იან გამყარება მოუტანდა.

სავალუტო რეზერვების მანამდე არსებული სტრუქტურით, რეზერვის სახით არსებული 531 მილიარდი დოლარი 3.8%-ით გაიზრდებოდა.

Goldman&Sach-ის მონაცემებით, დედოლარიზაციის გადაწყვეტილება რუსეთში ამერიკული სანქციების გავლენის შესამცირებლად მიიღეს. დოლარზე ნაწილობრივ უარის თქმის შემდეგ, რუსეთმა პრიორიტეტად ჩინური იუანი დაისახა.

ამ დროისთვის რუსეთი იუანის მსოფლიოს რეზერვების 70%-ს ფლობს. დედოლარიზაციით გამოწვეულ დანაკარგებს ნაწილობრივ ოქროს მზარდი მარაგები აკომპენსირებს. 2018 წელს რუსეთის ოქროს საცავების ღირებულება 40%-ით 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system