თავში

დეფოლტის რისკის ქვეშ არ ვდგავართ - მინისტრის მოადგილე

დეფოლტის რისკის ქვეშ არ ვდგავართ - მინისტრის მოადგილე
დეფოლტის რისკის ქვეშ არ ვდგავართ - მინისტრის მოადგილე

ვალის მოცულობის გაზრდის გამო დეფოლტის რისკის ქვეშ ნამდვილად არ ვდგავართ,"-  განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. მისივე განმარტებით, მომდევნო წლებში ქვეყანამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები ვალის მოცულობის შესამცირებლად და ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ  ყოველწლიური დეფიციტის შემცირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯაჯაურიძის თქმით, ვალის მოცულობა უფრო გაიზრდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას რისკის ქვეშ დააყენებს. 

„პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტს დამატებითი ტვირთი შეუქმნა. ეს არის დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, რაც საკმაოდ დიდია, ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14%-ია. გასულ წელს დიდი მოცულობით სესხის აღება მოგვიწია. ეს თანხები წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ამან გამოიწვია, რომ ვალის მოცულობის 40-42%-დან 60%-ს მივუახლოვდით და წელს მეტი გვექნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2022 წლიდან რადიკალურად უნდა დაიწყოს დეფიციტის რადიკალური შემცირება და ქვეყანა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, 2%-ის ფარგლებში.

საქართველომ 2020 წელი 7 მილიარდ დოლარიანი ვალით დახურა. 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასევე ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახლი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system