თავში

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა - VIDEO

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა
დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა - VIDEO

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 პროცენტით განისაზღვრა.


"2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში," - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 8.671 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან 14.4%-ია.

შეგახსენებთ ეს საქსტატის წინასწარი მონაცემებია, რომელიც 20 მარტს დაზუსტება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system