თავში

დენის გაზრდილი ტარიფი - მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის

დენის გაზრდილი ტარიფი - მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის
დენის გაზრდილი ტარიფი - მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის

ახალ წელს მოსახლეობა გაძვირებული ტარიფით ხვდება. ენერგეტიკოსის გათვლებზე დაყრდნობით, report.ge-ს ვარაუდი, რომ ელექტროენერგიის გადასახადი 3-3,50-თეთრის ფარგლებში გაძვირდებოდა, გამართლდა. 2021 წლის იანვრიდან მომხმარებელს გადასახადი 3,50 თეთრით გაუძვირდება ანუ ზუსტად იმ მაჩვენებლით, რამდენითაც ,,ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისას მოსახლეობას დენის ტარიფი შეუმცირა.  

მართალია, მთავრობა გადასახადის სუბსიდირებას მოახდენს მოწყვლადი ჯგუფისთვის, თუმცა ფაქტია ისიც, რომ გაძვირებული ტარიფი მძიმე ტვირთად დააწვება ასევე მოსახლეობას, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, თუმცა, როგორც ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, თავს გაჭირვებულად მიიჩნევს და მათგან ბევრი დახმარების მომლოდინეთა რიგებშიცაა. 

,,დენის გადასახადის გაძვირება მოსალოდნელი იყო, მაგრამ 3,50 თეთრიანი ზრდა უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნის და მისი გაჭირვებული მოქალაქეებისთის. გადასახადის ზრდა  ეკონომიკისთვის ასეთ მძიმე პერიოდში გამაოგნებელია, ფაქტობრივად გაწირეს მოსახლეობა. მესმის, რომ ,,დაუცველებისთვის" სუბსიდია განხორციელდება, მაგრამ რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებ საც ასევე ძალიან უჭირთ, მაგრამ სოციალური სტატუსი არ გააჩნიათ? მათი უმეტესობა მალე ამ რატაკების ფენას შუერთდება, როგორც ვიცი, სტატუსის მიმღებთა რიგშიც ბევრი მოქალაქე დგას. ასეთ ფონზე გადასახადიუს ზრდა ძალიან დიდი ტვირთი იქნება, რის სიმძიმესაც ყველა ვიგრძნობთ. მიმაჩნია, რომ უნდა გამოკვეთილიყო სახელმწიფო პოზიცია და არ მიეცათ კომპანიებისთვის ტარიფზე სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესზე და გადასახადი გააძვირეს, ახლაც იგივე გაკეთდა. მთავრობა შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ცხადია, ცვლილება  კორპორატიული გარიგებებია, რაც მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ არის მიმართული. ამ დროს მიმაჩნია, რომ ობიექტურად რომ დაეთვალათ კომპანიების დანახარჯები, არათუ გაძვირება, პირიქით, გაიაფებაც შეიძლებოდა, იმდენად მაღალია ენერგოკომპანიების მოგების მარჟა", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

როგორც ცნობილია, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. კერძოდ, „თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.498 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ - 26.537 თეთრამდე იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system