თავში

დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა

დეპოზიტების ლარიზაცია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი თებერვლისათვის 34.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 247.84 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.34%-ით მეტი). იანვარში, წინა თვესთან შედარებით,ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 625.96 მლნ ლარით, ანუ 3.88%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.47%-ით გაიზარდა),ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 378.12 მლნ ლარით, ანუ 2.04%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.39%-ით).

სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.55 პროცენტი შეადგინა.

პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით). 

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.52% შეადგინა,მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.90%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.15%,ხოლო ევროს წილმა14.47% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system