თავში

დეპოზიტების სარგებელი შემცირდა

დეპოზიტების სარგებელი შემცირდა
დეპოზიტების სარგებელი შემცირდა

საქართველოს საბანკო სისტემაში შემცირებულია სარგებელი დეპოზიტებზე. ამის შესახებ ირკვევა კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან, რომლის მიხედვით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ის 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.6% შეადგინა, რაც ძირითადად სავალუტო დეპოზიტების განაკვეთის შემცირებას უკავშირდება.

დეპოზიტების განაკვეთების ცვლილება ასეთია:
● იურიდიული პირების ლარის დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 8.2%, მატება წინა თვესთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
● ფიზიკური პირების ლარის დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 17.9%, ზრდა წინა თვესთან 0.9 პროცენტული პუნქტი;
● იურიდიული პირების სავალუტო დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 2.3%, კლება 0.3 პროცენტული პუნქტი;
● ფიზიკური პირების სავალუტო დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 1.4%, კლება წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტი.

საბანკო სექტორში ₾36 მლრდ-ისფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია (ბანკების დეპოზიტების გარეშე), მათ შორის 19 მლრდ ლარის საცალო (ეროვნულ ვალუტაში - 4.5 მლრდ ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14. 4 მლრდ ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18 მლრდ ლარამდე (ეროვნულ ვალუტაში - 9.4 მლრდ, უცხოურ ვალუტაში - 8.4 მლრდ ლარის ეკვივალენტი).

2021 წლის პირველი აპრილისათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 36.03 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9.69 მლნ ლარით, ანუ 0.03%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით ნაკლები). უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.64%, ხოლო ევროს წილმა 13.86% შეადგინა. 

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 534.93 მლნ ლარით, ანუ 3.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.47%-ით შემცირდა). მოთხოვნამდე დეპოზიტები 544.62 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.59%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.36% შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 2.00% პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.52 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.36%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.43%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system