თავში

დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი ივლისში 12.9%-ს გაუტოლდა

დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი ივლისში 12.9%-ს გაუტოლდა
დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი ივლისში 12.9%-ს გაუტოლდა

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, მომატებული საკრედიტო აქტივობის საპირისპიროდ, დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი აპრილიდან მოყოლებული ნელდება და ივლისში 12.9%* -ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 3.8 პპ* -ით ნაკლებია. 

ზრდა შემცირებულია, როგორც ლარის (წ/წ 16.8%), ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტებშიც (წ/წ 10.5%* ). დეპოზიტების დოლარიზაცია, ივნისის მსგავსად, 60.1%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით თ/თ 0.3 პპ-ით გაიზარდა. 

ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებმა ზრდა განაგრძო და საშუალოდ 10.2% შეადგინა (თ/თ +0.2 პპ), უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებმა კი კვლავ კლების ტენდენცია შეინარჩუნა და საშუალოდ 0.9%-მდე შემცირდა (თ/თ -0.2 პპ).

ერთდროულად ლარის დეპოზიტებზე განაკვეთის ზრდის და უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთის ვარდნის იშვიათმა კომბინაციამ დიფერენციალის ისტორიულად მაღალი ნიშნული განაპირობა - ივლისში საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ ივნისის უკვე რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა და 9.3% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system