თავში

დეპუტატები 2021 წლის ბიუჯეტს კენჭს დღეს უყრიან

დეპუტატები 2021 წლის ბიუჯეტს კენჭს დღეს უყრიან
დეპუტატები 2021 წლის ბიუჯეტს კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს კენჭს უყრის. ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.

ბიუჯეტის პროექტი ს საბოლოო ვერსიის მიხედვით, ბიუჯეტი 16, 7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ერთი მთელი ექვსი მილიარდი ლარით არის შემცირებული.

ამასთან, თითქმის მილიარდ ნახევრით არის შემცირებული შემოსავლები. 

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. 

დოკუმენტი ითვალისწინებს პენსიების ზრდასაც. 

კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლასა და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში.

მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 460.7 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს (წინა წარდგენებთან შედარებით, ასიგნებების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარით იზრდება). ჯამში ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778.3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system