თავში

დეპუტატები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდნენ

დეპუტატები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდნენ
დეპუტატები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდნენ.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვის და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. როგორც აღინიშნა, საქართველოში არსებული უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანაა ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მაკროეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system