თავში

დეპუტატები ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

დეპუტატები ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ
დეპუტატები ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და ამავე კომიტეტის წევრი, ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, ქართული ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ახალი კულტურების გაშენების ხელშეწყობა და დამატებითი სტიმულირება.

ქართული ზეთისხილის წარმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საქართველოში არსებული კლიმატური და ნიადაგური პირობები ხელსაყრელია აღნიშნული კულტურის მოსაყვანად, შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია დაიწყოს ზეთისხილის ინდუსტრიაში ოპერირება.

შეხვედრაზე მხარეებმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიის ჩატარებაზე ისაუბრეს, რომელიც მომავალ წელს არის ჩანიშნული.ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს, მადრიდში დაარსდა და გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენდა.

ორგანიზაციის მიზანია არა მხოლოდ ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერა, არამედ კვლევა, გადამზადება და ტექნოლოგიების გავრცელება.

შეხვედრას საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი სვანიძე ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system