თავში

დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს და ბიზნესს უბრუნდება

დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს და ბიზნესს უბრუნდება
დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს და ბიზნესს უბრუნდება

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება. შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. შოთა შალელაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას ქართული ოცნებიდან სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

დეპუტატი პარლამენტარის მანდატის მიღებამდე ბიზნესმენი გახლდათ. 2014 - 2015 წლებსი იყო შპს „სავინიონის“ დირექტორი. მანამდე კი 2009 - 2014 წლებში  შპს „სანტრეას“ ხელმძღვანელობდა. 

საქართველოს პარლამენტის გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ ასე გამოიყურება: 

  • შპს „სავინიონის“ დირექტორი (2014 - 2015)
  • შპს „სანტრეას“ დირექტორი (2009 - 2014)
  • „ტრანსსერვისის“ დირექტორი (2005 - 2009)
  • შპს „ოპალლის“ დირექტორი (2002 - 2005)
  • „დაგრეგოს“ გენერალური დირექტორი (2000 - 2002)
  • „ინტერის“ დირექტორი (1995 - 1999)
  • მრავალდარგობრივი კომპანია „სოფას“ გენერალური დირექტორი (1993 - 1995)
  • მოსკოვის კომერციული ბანკის „პროგრეს-ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი (1991 - 1993)
  • ასოციაცია „საქართველოს“ სამტრედიის ფილიალის დირექტორი (1989 - 1991)
  • სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე (1987 - 1989)
  • სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი (1985 - 1987)
  • მოსკოვის ბაკუნინის სახ. კვების კომბინატის საამქროს უფროსი (1984 - 1985)
  • მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი (1978 - 1987)
  • სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღის მუშა (1976 - 1978)
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system