თავში

დეტოქსი წვენებით - სად გადის ზღვარი

დეტოქსი წვენებით - სად გადის ზღვარი
დეტოქსი წვენებით - სად გადის ზღვარი

თუ ნაირფერი და ახლადგამოწურული წვენების დალევა გაბედნიერებთ ან თქვენთვის მისაღები ფორმაა ხილ-ბოსტნეულის მირთმევისა, რატომაც არა! ჩართეთ იგი თქვენს რაციონში. მაგრამ თუ თვლით რომ ხილ-ბოსტნეულის წვენები განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანენ თქვენს ორგანიზმს და ჯანსაღი რაციონის ნაწილი გსურთ რომ გახადოთ, მაშინ ცოტა ჩავუღრმავდეთ.

წვენსაწური გამოწურავს მხოლოდ წვენს - რომელიც სავსეა ფრუქტოზით და სისხლში შაქრის შემცველობას წევს მაღლა, ხოლო რბილობი, რომელიც სავსეა უჯრედისით და ვიტამინებით, რჩება ჩვენს ჭიქას მიღმა.

მაიოს კლინიკის ექიმები ამტკიცებენ, რომ ახლად გამოწურულ წვენებში არსებულ ყველა საკვებ ნივთიერებას ორგანიზმი გაცილებით უკეთ ითვისებს, ვიდრე ამ ხილის თუ ბოსტნეულის მირთმევისას და საშუალებას აძლევს მომნელებელ სისტემას დაისვენოს უჯრედისის გადამუშავებისგან. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ პერიოდულად.

ჩვენ ვიცით რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში , ორგანიზმს თავად შესწევს დეტოქსის ანუ შლაკებისგან გათავისუფლების უნარი, მაგრამ დახმარება განსაკუთრებით კი გადატვირთული რაციონის დღეების შემდეგ, ზედმეტი არ იქნება. დეტოქსი წვენებით, ეხმარება ორგანიზმს წონის კლებაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდს არ გააჩნია გრძელვადიანი ეფექტი და მხოლოდ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს შეუძლია ებრძოლოს.

წვენების დასამზადებლად საუკეთესო პროდუქტია: ბოსტნეულიდან: სტაფილო, კიტრი, ნიახური, კალე, ისპანახი, ჭარხალი, და სალათის ფურცელი. ხილიდან: ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლი, ლაიმი. დანამატად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილი, ოხრახუში და კურკუმა.

ზოგადად წვენების მიღების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მივიღოთ საკმარისი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. ადვილია მისი წაღება სამსახურში ან და რთული დღის განმავლობაში გზად წასახემსებლად. თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად იდეალურად გამოიყურება ყოველდღიური რუტინისთვის. ბევრად უფრო ეკონომიურია დროისა და ფინანსების მხრივაც ცოცხალი ხილის ან სმუზების მიღება. ასე ნაკლები ნარჩენები გვრჩება, მოვიხმართ პროდუქტს სრულად და ნაკლებად ვაბინძურებთ გარემოს.

მიიღეთ ხილ-ბოსტნეულის წვენები, როგორც ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილი და არა ერთადერთი პროდუქტი, რასაც მიიღებთ. აკონტროლეთ კალორიები, რადგან ნებისმიერი პროდუქტი, თხევად თუ მყარ მდგომარეობაში , შეიცავს კალორიების გარკვეულ რაოდენობას.

გაითვალისწინეთ, რომ მკაცრი შეზღუდვები და მხოლოდ ერთგვაროვანი საკვების მიღება იწვევს ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების დეფიციტს ან მეტობას, ბალანსი კი აუცილებელია, მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system