თავში

Deutsche Bank-ი 18 ათას თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს

Deutsche Bank-ი 18 ათას თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს
Deutsche Bank-ი 18 ათას თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს

Deutsche Bank მასიურად გაათავისუფლებს ტრეიდერებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Business Today იუწყება.სააგენტოს ცნობით, ბანკის მხრიდან განხორციელებული საკადრო პოლიტიკა ფასიანი ქარალდების მართვის განყოფილებას შეეხო.

გამოცემის ცნობით, კონკრეტულად შემცირება შეეხება მაღალშემოსავლიანი აქტივებით დაკავებულ ტრეიდერებს, ასევე პრობლემური ვალების, ნიუ-იორკსა და სხვა მსხვილ ქალაქებში ინვესტიციების კურატორებს მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალებიდან.

როგორც სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, შემცირების მთავარი მიზეზი ზოგიერთი განყოფილების დაბალი ეფექტურობაა. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ბანკი საკრედიტო ბიზნესს ლათინურ ამერიკაში საერთოდაც გააუქმებს.

ჯამში კი Deutsche Bank-ი აწარმოებს რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც მოხდება 18,000 სამუშაო ადგილის შემცირება ყველა ფილიალში. ამ გზით ორგანიზიაცია ცდილობს დაძლიოს ის კრიზისი, რომელიც გამოიწვია შემცირებულმა შემოსავლებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system