თავში

დეველოპერი: დაუსრულებელი მშენებლობების რისკი არ გვემუქრება

დეველოპერი: დაუსრულებელი მშენებლობების რისკი არ გვემუქრება
დეველოპერი: დაუსრულებელი მშენებლობების რისკი არ გვემუქრება

დეველოპერები მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე დაუსრულებელი მშენებლობების საფრთხე არ არის. სტაბილურობის მთავარ ფაქტორად ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე რეგულაციების გამკაცრებას მიიჩნევს და ამბობს, რომ რისკი ფაქტობრივად აღმოფხვრილია და ბაზარს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება.

,,დღეს და არც მომავალში დაუსრულებელი მშენებლობების რისკი არ დგას, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრზე გარკვეული პრობლემაა, აღებული ვალდებულებების შესრულებას საფრთხე არ ექმნება. ჩვენ ეს პრობლემა 2008 წლიდან გვაწუხებს, რაც აგვისტოს ომმა და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. ცხადია, დამატებით სხვა პრობლემაც წარმოიშვა ადგილზე, თუმცა ძირითადად ეს იყო მიზეზი, რის გამოც ბაზარზე კრიზისი გაჩნდა. რაც დრო გავა, პრობლემა შემცირდება. ერთის მხრივ, თვითონ მომხმარებელი გაიზარდა და სამშენებლო კომპანიას ადვილად არ ენდობა, როგორც ეს გასულ პერიოდში ხდებოდა. გარდა ამისა, სტაბილურობას ხელს უწყობს რეგულაციების გამკაცრება. დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ კომპანიამ აიღოს მშენებლობის ნებართვა, პროექტი წამოიწყოს და სესხი მოიძიოს. ყველა ეს პროცედურა გართულებულია. აღარ რჩება ადგილი ისეთი ბიზნესისთვის, რომელიც პროექტს დაიწყებს და ვერ დაასრულებს, თავიდანვე დიდი რესურსია საჭირო და შემთხვევითი მოთამაშეები გამოირიცხებიან. ამდენად, საკმაოდ კონკურენტუნარიანი კომპანიები ოპერირებენ ბაზარზე და ნაკლებია შანსი, რომ ვალდებულებებს ვერ გაართვან თავი", - ამბობს ორთოიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ დაუსრულებელი მსენებლობის საკითხი ქვეყანას, ბოლო 12 წელია, აწუხებს. სხვადასხვა დროს განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ჯერჯერობით წლობით დაკონსერვებული მშენებლობების დასრულება ვერ ხერხდება. პრევენციის მიზნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღო. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, გამოცხადდა100 მლნ-იანი ლარის აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ყველანაირად აზღვევს დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში.

დედაქალაქი მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში დაახლოებით 180-მდე ობიექტია, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system