თავში

დევნილებს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სახლებს აუშენებენ

​დევნილებს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სახლებს აუშენებენ
დევნილებს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სახლებს აუშენებენ

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 24 ნოემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში

შემდეგ მისამართებზე შეძლებენ:

ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106;

ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;

გორი - სამების ქ.N1;

რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system