თავში

დღეიდან ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილი იხსნება

დღეიდან ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილი იხსნება
დღეიდან ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილი იხსნება

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება.

5 მაისიდან დასაშვებია:

ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, თუმცა, სამშენებლო მასალების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

დღეიდანვე მუშაობას განაახლებენ ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოები, თუმცა ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია. 

აუცილებელია ავტოტექმომსახურების ცენტრებმა და ავტოსამრეცხაოებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ).

ცნობისთვის, ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც. 

დღეიდანვე ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე დასაშვები ხდება, მაგრამ არა კომენდანტის საატის პერიოდში. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ ეკონომიკა, შეიძლება, დაგეგმილზე ადრე გაიხსნას.

მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკა 6 ეტაპად გაიხსნება. თითო ეტაპს შორის ორკვირიანი ინტერვალია გათვალისწინებული. პირველი ეტაპი 27 აპრილს ამოქმედდა. დღეს კი, 5 მაისს ეკონომიკის მეორე ეტაპით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system