თავში

დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება

დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება
დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება

დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება, თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.

სურსათის ეროვნული სააგენტომ ბაზრებისთვის გზამკვლევი ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა. მათ აღსრულებას კი სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრვი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს.

„შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, ასევე მოვაჭრეები ერთმანეთისგან უნდა იყვნენ სოციალური დისტანციით განლაგებული, სულ მცირე, ორ მეტრზეა საუბარი. აგრარულ ბაზრობაზე დაიშვება მხოლოდ პირბადეებით აღჭურვილი მოხმარებელი. ასევე, ბაზრის ხელმძღვანელობამ თავის ტერიტორიაზე მოვაჭრე თანამშრომლებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტაროს. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შესაბამის ჩანაწერებში დაფიქსირება. მხოლოდ ამ წესების შესაბამისად იფუნქციონირებენ აგრარული ბაზრები“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system