თავში

დღეიდან ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

დღეიდან ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ
დღეიდან ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

დღეიდან ჯარისკაცებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბერში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასები სამხედრო წოდების მიხედვით გაიზრდება და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა. 

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის სფეროები დაასახელა, სადაც 2019-2020 წლებში ხელფასები გაიზრდება. მათ შორის ითქვა, რომ ხელფასები ჯარისკაცებსაც გაეზრდებოდათ, თუმცა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცები გაზრდილ სახელფასო სარგოს დღეიდან მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system