თავში

დღეიდან ქართული პირბადეები აფთიაქებში 50 თეთრად გაიყიდება

დღეიდან ქართული პირბადეები აფთიაქებში 50 თეთრად გაიყიდება
დღეიდან ქართული პირბადეები აფთიაქებში 50 თეთრად გაიყიდება

დღეიდან საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო. 

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხდა.

დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუსვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე. ეს 4 ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მიწოდება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ყველგან ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა“, - განაცხადა თურნავამ. 

მინისტრმა კომენტარი პირბადეების ფასზეც გააკეთა.

სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში, პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად თითო ცალი. ეს არის სუბსიდირებული ფასი“, - განმარტა მინისტრმა. 

პირველ ეტაპზე, ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ 3 პირბადე გაიყიდება. თურნავას თქმით, პირველ რიგში პირბადეები მარნეულის, ბოლნისის და ვანის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. 

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა და დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თითო პირბადე იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქციას მოყვება.

"როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system