თავში

დღეიდან ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვებია

დღეიდან ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის
დღეიდან ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვებია

კანონპროექტი, რომლის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დაამტკიცა.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანხმად, კანონპროექტის მიზანია "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის ისეთი კატეგორიების, როგორიცაა დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა. კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასაც, რომლის მიხედვითაც თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system