თავში

დღეიდან ონლაინვაჭრობა სრულად აღდგება

დღეიდან ონლაინვაჭრობა სრულად აღდგება
დღეიდან ონლაინვაჭრობა სრულად აღდგება

დღეიდან საქართველოში სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო). დასაშვებია მიტანის მომსახურებაც ნებისმიერ პროდუქტზე.

ოპერირებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც შემოწმდება, იცავს თუ არა ბიზნესოპერატორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კომპანიებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ონლაინვაჭრობისთვის შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინრეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 260-მდე ობიექტის შემოწმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system