თავში

დღეიდან პენსია გაიზარდა

დღეიდან პენსია გაიზარდა
დღეიდან პენსია გაიზარდა

დღეიდან, პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება და 250 ლარი ხდება. 

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი, პენსია 300 ლარი იქნება.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.

შეგახსენებთ, 2021 წლის იანვრიდან იგეგმება პენსიების ინდექსაცია რომლის მიხედვით: ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი; მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system