თავში

დღეიდან რესტორნები იხსნება

დღეიდან რესტორნები იხსნება
დღეიდან რესტორნები იხსნება

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით რესტორნები გაიხსნება, თუმცა სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივცეებში შეეძლებათ. დახურულ სივრცეში მუშაობა მათ ისევ ეკრძალებათ. რესტორნები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას. 

ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს. მათ საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია. თუმცა, შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტს ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 200-ივე ობიექტი იჯარისგან გათავისუფლებულია.

რესტორატორები მხოლოდ ღია სივრცეში მუშაობის დაშვებით უკმაყოფოლნო არიან, რადგან, მათი თქმით, ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა, მით უმეტეს, ცივ ამინდში. თუ მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებური გახსნა დააანონსეს, მთავრობამ კი მათ დასამორჩილებლად აამოქმედა დამატებითი მექანიზმი: "ურჩ ბიზნესს" სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებში აღარ ჩართვავენ და მათ არც სახელმწიფო სუბსიდია-შეღავათები შეხებათ.

მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა მკაცრად გააფრთხილეს, რომ, თვითნებური გახსნისას, კანონის ფარგლებში დააჯარიმებდნენ, თუმცა რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად,გახსნას მაინც აპირებდნენ, რომ არა15 თებერვლიდან გახსნის უფლების მიცემა. მას შემდეგ რაც მთავრობამ 15 თებერვლიდან რესტორნების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება. მათ დაუმორჩილებლობა მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრეს,

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება. ამ დახმარებათა პაკეტის მიღმა დარჩება ის, ვინც კანონს მიზანმიმართულად დაარღვევს, თუმცა რესტორატორებს მთავრობის სადამსჯელო მექანიზმები არ აშინებთ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system