თავში

დღეიდან საკურიერო და საფოსტო მომსახურება ნებადართულია

დღეიდან საკურიერო და საფოსტო მომსახურება ნებადართულია
დღეიდან საკურიერო და საფოსტო მომსახურება ნებადართულია

მთავრობის 211-ე დადგენილებით გაფართოვდა იმ სექტორებისა და კომპანიების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. განახლებულ დოკუმენტში დაზუსტდა, ტექსტი საკურიერო და საფოსტო მომსახურების შესახებ. 

დადგენილების მე-2 დანართით  “საფოსტო და საკურიერო მომსახურება” ნებადართულია, თუმცა უშუალოდ მიტანის სერვისს დადგენილების მიხედვით, ე.წ. დელივერი სერვისი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვების ან ფარმაცევტული საქონლის მიტანა ხდება. 

დადგენილების მე-7 მუხლის “ო” პუნქტით, საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“).

ბიზნესისთვის კვლავ ბუნდოვანია საკითხი, რა სახის მიტანის სერვისი გახდა ნებადართული.

ონლაინმაღაზია "შოპ.ონ. ჯი" 3 წე,ია ბაზარზე ოპერირებს და ამბობს, რომ ახალი დათქმები მისთვის გაუგებარია, ამიტომ საკურირო მომსახურება დროებით გააჩერა და შესაბამისად, შეუჩერდა გაყიდვებიც, რადგან ის მომხმარებელს ნივთს ადგილზე ვერ მიუტანს. კითხვებზე ონლაინმოვაჭრეებს ვერც ცხელ ხაზზე პასუხობენ.

"დაველოდებით სანამ უფრო არ დაკონკრეტდება მოთხოვნები. ამ ჩანაწერით ჩემთვის ვერაფერი გახდა ნათელი. ვრეკავ ცხელ ხაზზე და დიდი ძალისხმევის შემდეგ მიპასუხეს ზუსტად ის რაც წერია მთავრობის დადგენილებაში. დამატებით კითხვებზე პასუხი არ აქვთ," - გვეუბნენა ონლაინმოვაჭრე მანანა გაწერელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system