თავში

დღეიდან საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

​დღეიდან საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა
დღეიდან საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

დღეიდან საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა და ყველანაირ ანტირეკორდს გადააბიჯა. საწვავის მინიმალური ფასი საქართველოში  2.78 ლარი გახდა. 

უახლოეს პერიოდში ლარის გამყარება, ან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საცალო ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან, გაიაფებას კი პრაქტიკულად გამორიცხავენ.

"უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს," - ასეთი პროგნოზი აქვს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტს ვანო მთვრალაშვილს საწვავის ფასებთნ დაკავშირებით. მისი განმარტებით, საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადასახადებია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არ იცვლება.

ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 70 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტი შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია. ბიუჯეტს აქციზის დაწევით შემოსავლების სახით 276 მლნ ლარამდე დააკლდება (2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით). ახლა, როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა, გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია და ვანო მთვრალაშვილი ამას გამართლებულად არც მიიჩნევს.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება.

რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system