თავში

დღეიდან შიდა ფრენები აღდგა

დღეიდან შიდა ფრენები აღდგა
დღეიდან შიდა ფრენები აღდგა

4 თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები დღეიდან განახლდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დღეიდან, 24 ივლისიდან, რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

მათი ინფორმაციით, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

თამარ არჩუაძის თქმით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.

ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 5 სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი - კვირაში 4 სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system